Saturday, November 14, 2015

მეცხრე დღე

მოვისმინე ყველა მსმენელის  პრეზენტაცია, ინდივიდუალურად წავიკითხეთ პროექტის გეგმა, ყურადღება გავამახვილეთ დადებით და უარყოფით მხარეზე, მივეცით რჩევები ერთმანეთს. შევაფასეთ გვერდით მჯდომი მონაწილის პრეზენტაცია, გავაკეთეთ კომენტარი.
  ნამდვილად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე აღნიშნული ტრენინგის საშუალებით.

უღრმესი მადლობა ქ - ნ ლილი ზოიძეს დახმარებისა და თანადგომისთვის.
გმადლობთ.

Wednesday, November 11, 2015

ტრენინგების შეჯამება

     დავესწარი ძალიან საინტერესო ტრენინგებს. შევისწავლე, თუ როგორ არის შესაძლებელი პროექტით სწავლება. ვისწავლე პროექტის გეგმის შედგენა,დიზაინის მონახაზი, გავეცანი 21- ე საუკუნის უნარ- ჩვევებს, სასწავლო ნიმუშებისს შექმნას, მოსწავლეთა პროექტის შეფასებას.  მივიღე საკმაოდ დიდი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. შევარჩიე პროექტი მცენაარეებზე, სახელად  ,,გასეირნება ტყეში''.  ყოველი დღე იყო განსხვავებული, საინტერესო და ნაყოფიერი ჩემთვის. ვფიქრობ ცოტათი მაინც გავიზარდე და დიდი სურვილი მაქვს გამოვიყენო შესწავლილი საკითხები ჩემს მოსწავლეებთან.
   მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო შესანიშნავ ტრენერს ქ-ნ ლილის დახმარებისა და თანადგომისთვის.
   ყველას მინდა წარმატება და წინსვლა ვუსურვო! გმადლობთ!

Sunday, November 8, 2015

მერვე დღე

ყოველ ტრენინგზე  ვიღებ საინტერესო ინფორმაციას.
დღეს საკმაოდ ბევრი სამუშაო გვქონდა.
დავალაგეთ და ერთად მოვუყარეთ თავი შესწავლილ მასალებს.
გულწრფელად კმაყოფილი ვარ.
მინდა ყველას წარმატება ვუსურვო ასევე ჩემ თავსაც.
გმადლობთ.

Sunday, November 1, 2015

მეექვსე დღე

შევქმენი პრეზენტაცია ,,გასეირნება ტყეში'' და ავტვირთე ბლოგზე.
ასევე შევასრულე მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო ნიმუში.
მოვიძიე მასალები ამ დავალებისთვის ინტერნეტის საშუალებით.
საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გვაქვს კიდევ წინ,დღითიდღე რთულდება და იზრდება დავალებები,თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
გმადლობთ.